|
დასახელება:
უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებაში უფროს ფინანსურ ანალიტიკოსს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ რეპორტინგში, აუდიტში ან ანალიზში (სამუშაო გამოცდილება Big4 აუდიტორულ კომპანიებში ჩაითვლება უპირატესობად).
** საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word, MS PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია SQL, Power BI ან მონაცემთა დამუშავების სხვა მსგავსი პროგრამების ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი #3
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
** ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი
შენი მოვალეობა იქნება:
** პერიოდული ფინანსური უწყისების მომზადება (დღიური, ყოველთვიური, კვარტალური, წლიური) შიდა და გარე დაინტერესებული მხარეებისთვის
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) სრული შესაბამისობით
** მონაწილეობის მიღება შიდა პოლიტიკებისა და ფინანსური მეთოდოლოგიების შემუშავებაში
** ფინანსური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი და მნიშვნელოვანი გადახრების იდენტიფიცირება/ახსნა
** რეპორტინგის პროცესების ავტომატიზაციისა და ეფექტურობის გაზრდის მხარდაჭერა
** წლიური გარე აუდიტორული შემოწმების პროცესის წარმართვა და აუდიტორებთან ეფექტური კომუნიკაცია.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 მარტი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|