|
დასახელება:
გრილის მზარეული
|
| მომწოდებელი:
ჯინო აკვაპარკი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!
ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გრილის მზარეული
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გრილზე სხვადასხვა სახის ხორცის, თევზის და ბოსტნეულის მომზადება რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით
** პროდუქტების სწორად დამუშავება, მარინირება და მომზადებისთვის მომზადება
** შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება
** გრილისა და სამზარეულოს სამუშაო სივრცის სისუფთავის და ჰიგიენის წესების დაცვა
** პროდუქტის მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება
** უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვა
** გუნდთან კოორდინაციით მუშაობა, რათა მომსახურება იყოს სწრაფი და ეფექტური
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი პროფესიული განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
საჭირო პიროვნული უნარები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|