Робота для біженців з України
ქოსთ კონტროლ მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოსთ კონტროლ მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეიქერსი
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"ჯორჯიან ბეიქერსი" აცხადებს ვაკანსიას ქოსთ კონტროლ მენეჯერის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: ლაუნჯი, კაფე და რითეილი
სამუშაო ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
დაქვემდებარება: დირექტორი, ფინანსური სამსახური

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (5/7) ორი დღე დასვენება; 10:00 - 19:00 შესვენება ერთი საათი;
ანაზღაურება: 1500 - 1800 ლარი (კვარტალური ბონუსის ჩათვლით);

კომპანია ანაზღაურებს:

** სამედიცინო დაზღვევა
** ტრანსპორტირება

პოზიციის მიზანი:

ქოსთ კონტროლერი პასუხისმგებელია ლაუნჯის, კაფისა და რითეილის ობიექტების ფინანსურ კონტროლზე, მარაგების ეფექტიან მართვაზე, თვითღირებულების ანალიზსა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე. პოზიციის ძირითადი მიზანია მომგებიანობის უზრუნველყოფა, დანაკარგების მინიმიზაცია და ფინანსური დისციპლინის დაცვა კომპანიის შიდა სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

მარაგებისა და ინვენტარიზაციის კონტროლი:

** ყოველდღიური, კვირეული და თვიური ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი;
** საკვები და სასმელი პროდუქციის, რითეილის საქონლისა და საოპერაციო მასალების ნაშთების მონიტორინგი;
** ფაქტობრივი ნაშთებისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სხვაობების ანალიზი;
** FIFO პრინციპის დაცვა;
** ვადაგასული, დაზიანებული ან ჩამოსაწერი პროდუქციის კონტროლი;
** მინიმალური და მაქსიმალური მარაგების დონეების განსაზღვრა და კონტროლი;
** თვითღირებულებისა და მარჟის კონტროლი;
** მენიუს თითოეული პოზიციის რეცეპტურისა და ნორმატივების კონტროლი;
** რითეილის პროდუქციის მარკაპისა და მარჟის კონტროლი;
** ფასთაღრიცხვის პერიოდული გადახედვა და განახლება;
** ერთეულზე და ერთ მომხმარებელზე საშუალო თვითღირებულების განსაზღვრა;

გაყიდვებისა და შემოსავლების ანალიზი:

** დღიური გაყიდვების ანგარიშების შემოწმება;
** ნელბრუნვადი და სწრაფბრუნვადი პროდუქციის იდენტიფიცირება;

ბიუჯეტირება და ფინანსური კონტროლი:

** საოპერაციო ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი;
** ხარჯთაშორის სხვაობების ანალიზი;
** ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) კონტროლი (საკვების თვითღირებულება %, სასმლის თვითღირებულება %, დანაკარგები %, ჩამოწერები %);
** დანაკარგების კონტროლი და ანალიზი;
** ჩამოწერების კონტროლი;
** მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი;

შესყიდვები და მომწოდებლებთან ურთიერთობა:

** მომწოდებლების ფასების შედარებითი ანალიზი;
** ხელშეკრულებების ფინანსური პირობების მონიტორინგი;
** ხარჯების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქოსთ კონტროლის, ფინანსური ან საოპერაციო მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება HoReCa ან რითეილის სექტორში;
** Microsoft Excel-ის და Word-ის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: tgoglidze@georgianbakers.com და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე