Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705748&print=yes&view=jobs
 
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

ბრენდის საკომუნიკაციო არხებზე კონტენტის შინაარსისა და ხარისხის მართვა როგორც ვიზუალური, ისე ტექსტური მიმართულებით. პოზიციის მიზანია უზრუნველყოს, რომ ყველა ტიპის საკომუნიკაციო მასალა: ფოტო, ვიდეო, ტექსტი და კამპანია სრულად შეესაბამებოდეს "ბიოგრაფი ლივინგის" ბრენდის სტრატეგიას, ხარისხის სტანდარტსა და პოზიციონირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კონტენტ კამპანიების კონცეფციისა და იდეების შემუშავება;
** ბრენდის ტონისა და ნარატივის განსაზღვრა და მისი ერთიანობის უზრუნველყოფა ყველა საკომუნიკაციო არხში;
** კონტენტის წლიური და კვარტალური ხედვის ფორმირება ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად;
** კონტენტ კალენდრის შემუშავება და მართვა;
** სოციალური მედიის კონტენტის სტრუქტურირება პლატფორმების სპეციფიკის მიხედვით;
** სოციალური მედიის ტექსტებისა და პოსტების შექმნა;
** კამპანიების საკომუნიკაციო მესიჯების ფორმულირება;
** პროექტებისა და ღონისძიებების ნარატივის ჩამოყალიბება;
** ფოტოგრაფებთან, ვიდეოგრაფებთან, დიზაინერებთან და კონტენტ კრეატორებთან ეფექტური თანამშრომლობა;
** გარე სააგენტოებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია კონტენტ პროექტების ფარგლებში;
** ღონისძიებებისა და გადაღებების შემდეგ კონტენტის სწრაფი რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** გამოქვეყნებამდე საკომუნიკაციო მასალების საბოლოო ხარისხის კონტროლი;
** სოციალური მედიის პლატფორმების ფუნქციონალის ეფექტური გამოყენება ბრენდის კომუნიკაციაში;
** კომპანიის ვებგვერდის პერიოდული აუდიტი და კონტენტის განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კონტენტ მენეჯმენტის, ბრენდ კომუნიკაციების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** ძლიერი წერითი და რედაქციული უნარები ქართულ ენაზე (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ქოფირაითინგის პრაქტიკული გამოცდილება და სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო ტექსტის შექმნის უნარი;
** სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკისა და კონტენტის ფორმატების კარგი ცოდნა;
** კონტენტის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი (კონტენტ კალენდარი, კამპანიები, პროექტები);
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის მაღალი სტანდარტი;
** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ვადების ეფექტურად კონტროლის უნარი;
** გუნდთან და გარე პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** გამოცდილება ბრენდ კომუნიკაციების ან კრეატიულ სააგენტოში მუშაობის მიმართულებით;
** გამოცდილება ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესის კოორდინაციასა და მართვაში;
** ვიზუალური კომუნიკაციისა და ესთეტიკის კარგი შეგრძნება;
** სოციალური მედიის ან ციფრული კომუნიკაციის კამპანიებზე მუშაობის გამოცდილება;
** ბრენდის ნარატივისა და სტორითელინგის შექმნის გამოცდილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/7mbFMyJe
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია