Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: Werkraum
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"WERKRAUM" არის არქიტექტურული კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში არქიტექტურის, ქალაქგეგმარებისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში. ჩვენ ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებიც სრულად თანხვედრაშია კომპანიის არქიტექტურულ ხედვასა და პრინციპებთან.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ არქიტექტორს, რომელსაც შეუძლია პროექტების დამოუკიდებლად მართვა ყველა ეტაპზე და მზად არის აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პროექტებში.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების განვითარება კონცეფციიდან სამშენებლო დოკუმენტაციამდე
** მომიჯნავე სპეციალისტებთან (კონსტრუქტორი, MEP ინჟინრები და სხვა) ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია
** პროექტების შეთანხმება შესაბამის უწყებებთან
** პროექტების BIM გარემოში მართვა
** ტექნიკური და სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება
** არქიტექტურული ზედამხედველობა მიმდინარე სამშენებლო პროცესზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით
** არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** პროექტების დამოუკიდებლად მართვის უნარი — კონცეფციიდან სამშენებლო დოკუმენტაციამდე
** BIM გარემოში მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულო პროგრამები: Archicad, BIM workflow, Adobe (Photoshop, Illustrator)
** სასურველი პროგრამები: Revit, 3d Max, Twinmotion, Unreal Engine

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება
** გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარები
** დროის ეფექტურად მართვა
** პროფესიული განვითარების სურვილი

ენები:

** ქართული
** ინგლისური

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@werkraum.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე