|
დასახელება:
ინტერიერის დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
Werkraum
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
"WERKRAUM" არის არქიტექტურული კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში არქიტექტურის, ქალაქგეგმარებისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში. ჩვენ ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებიც სრულად თანხვედრაშია კომპანიის არქიტექტურულ ხედვასა და პრინციპებთან.
ძირითადი მოვალეობები:
** ინტერიერის დიზაინის კონცეფციის ეტაპიდან სამშენებლო დოკუმენტაციამდე განვითარება
** დამკვეთებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების იდენტიფიკაცია
** წინასწარი დიზაინ-კონცეფციისა და ესკიზური პროექტების შემუშავება
** დეტალური BIM მოდელების დამუშავება (Archicad-სავალდებულო, Revit - სასურველი)
** ვიზუალიზაციების დამუშავება
** ტექნიკური სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება
** MOQ სპეციფიკაციების და შესყიდვების სიის მომზადება
** მომიჯნავე სპეციალისტებთან (კონსტრუქტორი, MEP ინჟინრები და სხვა) ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია
** პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულობა და ზედამხედველობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება
** სავალდებულო პროგრამები: Archicad, 3ds Max, Photoshop
** სასურველი პროგრამები: Revit, Twinmotion.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარები
** პროფესიული განვითარების სურვილი
ენები:
** ქართული
** ინგლისური
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@werkraum.ge.
|
|
|
|