Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
ფარმაცევტული კომპანია, რომელიც საქართველოში მომხმარებელს სთავაზობს ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ მაღალხარისხიან სამედიცინო პროდუქციას, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** განრიგის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
** კლიენტებთან მოლაპარაკება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქტების გაყიდვების მართვა გეგმის შესაბამისად;
** კლიენტების ლოიალობის გაზრდა და შენარჩუნება;
** სამომხმარებლო ბაზრის პოტენციალის განსაზღვრა, ტენდენციების ცოდნა და ბაზრის მონიტორინგი;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი, ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაციისა და გაყიდვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რთული სიტუაციების მართვის უნარი.
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: pharmhrvacancy@gmail.com.

სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე