Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური რესურსების მართვის სამსახურში დამლაგებლის (საპირფარეშოს) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საპირფარეშოების დასუფთავება და დეზინფექცია დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** საპირფარეშოს ჰიგიენური საშუალებების (საპონი, ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცი და სხვა) მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** საპირფარეშოს ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
** სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების გამოყენების ცოდნა

ქცევითი კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
** ანაზღაურება: 925 ლარი (დარიცხული)

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, 2026 წლის 27 მარტის ჩათვლით დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 553321 (უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი) ან გამოგვგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancy@iliauni.edu.ge და მეილის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დამლაგებელი".

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით.

რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე