Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტ
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00;
სამუშაო ადგილი: ბათუმი, შარტავას N7.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტის საწყობის მართვა;
** სამშენებლო ობიექტის საწყობში ინვენტარის და მასალების მიღება და შენახვა შესაბამისი პროცედურების, უსაფრთხოების ნორმებისა და ექსპლუატაციის წესების დაცვით;
** საწყობიდან ინვენტარის გაცემა ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით;
** მასალების მიღება-გაცემა-შენახვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** დადგენილი პერიოდულობით ინვენტარიზაციაში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან ან/და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური კუთხით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მარტი ჩათვლით.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საწყობის სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე