|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
შპს გემრიელი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
შპს "გემრიელი"-ს საფირმო მაღაზია "გემრიელი რითეილი" ეძებს პასუხისმგებლიან, ენერგიულ და მოწესრიგებულ თანამშრომელს მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #48 (მეტრო "დელისის" მიმდებარე ტერიტორია) ასევე მეორე ფილიალში - ზაარ ბრიუკენის მოედანი, ლევ ტოლსტოის #2
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა სწრაფი და მეგობრული მომსახურება;
** სალარო ოპერაციების შესრულება (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება);
** გაყიდვებისა და დაბრუნებების აღრიცხვა;
** სალაროს დღიური ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ საშუალო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
რას გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლებში მუშაობა);
** სტაბილურ სამსახურსა და მეგობრულ გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: info@gemrieli.com.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0 (341) 24 14 04
|
|
|
|