Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი სი ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"ჯითისი ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.

პოზიცია: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი (სამშენებლო მიმართულებით)
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ანგისას ჩიხი #2

ფუნქცია-მოვალეობები:

** "შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის" მოთხოვნების შესრულება;
** ტექნიკური სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების სტანდარტების დამუშავება;
** სტანდარტების დაცულობის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულებში საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
** პერსონალის მომზადება შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების და პირველადი სამედიცინო დახმარების წესებში;
** პერსონალის (პროფესიების მიხედვით), პერიოდული სამედიცინო შემოწმების დადგენილ ვადებში ჩატარების ორგანიზება;
** პერსონალისათვის სავალდებულო (შესავალი) ინსტრუქტაჟის ჩატარება
** კომპანიის ობიექტების და სამუშაო ადგილების შემოვლა-დათვალიერება, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი, დეფექტების აღრიცხვა, შესაბამისი სტრ. ერთეულების ხელმძღვანელებისგან მითითებულ ვადებში დარღვევების აღმოფხვრის მოთხოვნა;
** რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
** ინციდენტების დოკუმენტირება, სტატისტიკისა და რეპორტინგის წარმოება.
** პერსონალის შემოწმება-კონტროლი სამუშაო ადგილებზე და შრომის დისციპლინისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების გატარება;
** ხშირად დაფიქსირებული დარღვევების სისტემური გადაწყვეტის გზების მოძიება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS office პროგრამების ცოდნა:
** აკრედიტებული სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი;
** შრომის უსაფრთხოების რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე careers@gtc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე