|
დასახელება:
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ექსტრამითი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი!
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი "თანამედრობე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს " დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".
კომპანია "ექსტრამითი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოო სივრცის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი, ინფრასტრუქტურული პრობლემების (ელექტროობა, წყალი, გათბობა/ გაგრილება და სხვა) იდენტიფიცირება და მართი აღმოფხვრა.
** სამეურნეო-ტექნიკური სამონტაჟო და სარემონტო სამუშოების კოორდინაცია, მართვა, შესრულება და მუდმივი მონიტორინგი.
** სამეურნეო სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა ხელსაწყო იარაღისა და სათადარიგო ნაწილების მოვლა/პატრონობა და ინვენტარიზაცია.
** სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
** თანამშრომლის მიერ დაფიქსირებულ ტექნიკურ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მათი დროული მოგვარება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ საშუალო განათლება, ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად.
** მსგავსი ტიპის სამუშაო გამოცდილება.
** ტექნიკური უნარები (ელექტროობა, წყალგაყვანილობა, მცირე სარეონტო სამუშაოები და სხვა)
** დროის ეფექტური მართვა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
** გუნდთან მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა.
პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი
** დეტალებზე დაკვირვებული.
** ორგანიზებული და შრომისმოყვარე.
ანაზღაურება:1000-დან 1500-ლარამდე. (გამოცდილების შესაბამისად)
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდს;
** ერთჯერად კვებას;
** სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;
კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე vacancy@extrameat.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე : + (995) 595 90 45 85 (დაგვირეკეთ სამუშაო საათებში)
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს https://www.facebook.com/extrameat.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი).წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია "ექსტრამით"_ში თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან იქნას შეგროვებული და დამუშავებული თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.".
ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე:vacancy@extrameat.ge
კომპანია " ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|