Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705636&print=yes&view=jobs
 
სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 10 მარტი
სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის შესარჩევად

თსუ მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1180 (ათასასოთმოცი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).

შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საგანმანათლებლო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
დ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser);

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

ა) "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს;
ბ) პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შეასრულება:
1) მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო ცხრილების და დატვირთვების შედგენაში მონაწილება;
2) ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო ცხრილის საინფორმაციო დაფაზე, განთავსება და ფაკულტეტის ვებ-გვერდებზე ცხრილის გამოქვეყნების უზრუნველყოფა.
3) პროგრამებში ჩართული აკადემიური პერსონალის ფორმა 2-სა და ფორმა 5-
ის მომზადების მონიტორინგი;
4) მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის უზრუნველყოფა და კონსულტირება;
5) ბაზის მომზადება სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციისთვის;
6) სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში;
7) პედაგოგებთან შეთანხმებით, ფაკულტეტზე დანიშნული გაამოცდების ცხრილის შედგენა და ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა
8) მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების უწყისების წარმოება - მოწესრიგება, აკადემიური პერონალისთვის მიწოდება, ჩაბარება;
9) დამატებითი სემესტრის სტუდენტების განცხადებების მიღება, კონსულტირება და აკადემიურ რეგისტრაცის პროცესში დახმარება;
10) კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა, კრედიტების აღიარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, აღიარებული კრედიტების ბაზაში დაფიქსირება;
11) მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინასებისთვის სტუდენტთა რეიტინეგული სიის მომზადება - ყველა დასაფინანსებელი კანდიდატის სასწავლო ბარათის დათვალიერება, დაგროვილი კრედიტების და GPA რეიტინგის შესაბამისობის დადგენა დაფინანსების მოთხოვნებთან;
12) მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტების, (ბრძანებები, დადგენილებები, ინსტრუქციები) პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა (თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და/ან თსუ სასწავლო დეპარტამენტის კოორდინირებით);
13) ზაფხულისა და დამატებითი სემესტრის სტუდენტთა კონსულტირება, ინდივიდუალური გრაფიკის შედგენა და აკადემიური რეგისტრაცია:
14) ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა (სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სტუდენტების კითხვებზე პასუხის გაცემა პირადად, ტელეფონით და ელფოსტის საშუალებით; სტუდენტების დახმარება წერილების გაფორმების პროცესში; სტუდენტებისთვის კონსულტაციის გაწევა, თუ ვის უნდა მიმართონ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების მიზნით);
15) სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან);
16) მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან სისტემატური კომუნიკაცია (სტუდენტების სისტემატური ინფორმირება sms- ის, ელ-ფოსტის საშუალებით სასწავლო პროცესის ვადების, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ახალი წესების, რეგულაციების, ინსტრუქციების მიღების/მათში ცვლილებების შეტანის, სხვა მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო სიახლეების, სემესტრული ცხრილების შესახებ);
17) სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით;
18) საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 5 მარტიდან 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - "მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიცია".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია