Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705619&print=yes&view=jobs
 
რევიზიისა და კონტროლის სამსახურის რევიზორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რევიზიისა და კონტროლის სამსახურის რევიზორი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს რევიზიისა და კონტროლის სამსახურის რევიზორის ვაკანსიას თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

"პსპ ფარმას" აფთიაქების ქსელსა და საწყობებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი და სრული ინვენტარიზაცია და სხვა საკითხების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაკვირვებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აკურატულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 20 მარტი, 2026 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია