Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705609&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი - ახალი ხედვის მაღაზიები
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 8 საათიანი გრაფიკი, 5/2.
ანაზღაურება: 800ლ + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ცოდნა, პაციენტისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილის დაცვა;
** ნაშთისა და პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი, შეკვეთების დროული გაკეთება;
** სალაროს ოპერაციები წარმოება;
** პროდუქციის მიღება, მითვლა, დასაწყობება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებადი სტაჟირება და სწავლება .
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კარიერული განვითარება - პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა.
** ჯანმრთელობის დაზღვევა; FITPASS.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** მომსახურების სფეროში გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; FINA ჩაითვლება უპირატესობად
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** აქტიური
** პოზიტიური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კონსულტანტი)

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია