|
დასახელება:
მძღოლ-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
მნ დისტრიბუშენ
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
კომპანია "მნ დისტრიბუშენ" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის დათვლა და ჩაბარება;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე (კლიენტზე) პასუხისმგებელი პირისთვის პროდუქციის ჩაბარება, ზედნადების მიხედვით, კლიენტებისგან ხელმოწერილი ზედნადების ბუღალტერიში ჩაბარება. კლიენტისგან მიღებული თანხის ბანკში ჩაბარება.
** ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ექსპლოატაციისა და რემონტის საკითხებზე ლოჯისტიკის მენეჯერთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა C კატეგორია სასურველია
** 1+ წელი სატვირთო ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** სახელფასო ბიუჯეტი: 2000 ლარამდე
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე d.alania@mndistribution.ge და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
საკონტაქტო ნომერი 557 08 17 17.
|
|
|
|