Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - მცხეთა, ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნიბოქსი
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
კომპანია უნიბოქსის გუნდში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს .

კომპანია 7 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და საქმიანობს მაღალი ხარისხის ტალღოვანი მუყაოს ყუთების წარმოებით.

ადგილმდებარეობა: მცხეთა, ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 10:00-18:00;
სავალდებულო მოთხოვნაა: კანდიდატს ჰქონდეს პირადი ავტომობილი.

მთავარი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება და პროდუქტების შეთავაზება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** დებიტორული პორტფელის მართვა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსი მიმართულებით, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორიის ქონა და საკუთარი ავტომობილი;

გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან;
** ჯანსაღ და სამართლიან სამუშაო გარემოს;
** ⁠კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას ტრენინგების საშუალებით;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "უნიბოქს"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"უნიბოქსი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე