|
დასახელება:
AI ვიდეო კონტენტის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
პალიტრა ჰოლდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
"პალიტრა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია აცხადებს ვაკანსიას AI ვიდეო კონტენტის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მოკლე და სარეკლამო ვიდეოების შექმნა AI ვიდეო ინსტრუმენტების გამოყენებით;
** სკრიპტების, იდეების ან კამპანიების გადაქცევა ვიზუალურად საინტერესო AI-გენერირებულ ვიდეოებში;
** ვიდეოების მონტაჟი და დახვეწა;
** მარკეტინგულ გუნდთან თანამშრომლობა;
** AI პრომპტების ტესტირება და ოპტიმიზაცია უკეთესი ვიზუალური შედეგისთვის.
** ახალი AI ვიდეო ტექნოლოგიებისა და ტენდენციების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება AI ვიდეო ინსტრუმენტებში, როგორიცაა GOOGLE VEO 3.1, NANOBANANA, NanoBanana2, GOOGLE DEEPMIND;
** პორტფოლიო AI-გენერირებული ვიდეოების ან მარკეტინგული კონტენტის სფეროში
** ვიდეოების მონტაჟის ცოდნა;
** გამოცდილება ბრენდის ვიზუალური სტილის შექმნასა და მართვაში.
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 აპრილი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|