Робота для біженців з України
ტექნიკური მომსახურების დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მომსახურების დისპეტჩერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
სწრაფად მზარდი, თანამშრომლებსა და ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების დისპეტჩერის პოზიციაზე თბილისში.

პოზიცია: ტექნიკური მომსახურების დისპეტჩერი

დეპარტამენტი: ტექნიკური მომსახურება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 15:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე და 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე (კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება)
დაქვემდებარება: ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი

პოზიციის მიზანი:

ტექნიკური მომსახურების დისპეტჩერი პასუხისმგებელია შემოსული ტექნიკური განაცხადების მიღებაზე, დამუშავებასა და ტექნიკური ჯგუფის ეფექტურ კოორდინაციაზე, მომსახურების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი ზარებისა და ონლაინ განაცხადების მიღება და რეგისტრაცია სისტემაში;
** გამავალი ზარების განხორციელება კლიენტებთან საჭიროებისამებრ;
** ტექნიკური პრობლემის დეტალების დაზუსტება და სისტემაში დაფიქსირება (ობიექტი, მისამართი, პრობლემა, სირთულე);
** განაცხადების გადანაწილება შესაბამის ტექნიკოსებზე მათი კვალიფიკაციისა და ლოკაციის მიხედვით;
** ტექნიკური ჯგუფის გადაადგილების კოორდინაცია;
** შესრულების ვადების კონტროლი და პროცესის მონიტორინგი;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და ვიზიტის დროის შეთანხმება;
** კლიენტებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა (შესრულების სტატუსი, ვიზიტის დრო);
** გადაუდებელი შემთხვევების პრიორიტეტიზაცია;
** შესრულებული სამუშაოების დაფიქსირება სისტემაში და მათი ჩახურვა წესისამებრ;
** საჭირო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მოთხოვნის კოორდინაცია;
** საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიური/კვირეული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელისთვის;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და პრობლემური შემთხვევების ესკალაცია ხელმძღვანელთან;
** კომპანიის შიდა სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულება);
** ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა, როგორც სასაუბრო, ისე წერილობითი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, CRM ან შესაბამისი პროგრამები).

პიროვნული უნარები

** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: trustpointservices.ge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია: "ტექნიკური მომსახურების დისპეტჩერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე