Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ოთნიელი
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
შპს "ოთნიელი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-18:00
ანაზღაურება: 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
ხელშეკრულების ვადა: 6 თვე
უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი ფუნქციები:

** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება. საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება;
** ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამისი კოორდინაცია;
** ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადებასა და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებაში ჩართულობა;
** ოფისის დიასახლისის სუპერვიზია და კონტროლი.
** მომხმარებლებისთვის კომპანიის ინვოისების გამზადება, მეილით ან სოციალური პლატფორმებით ინფორმირება.
** უშუალო ზედამხედველის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, AI);
** უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური და პრეზენტაბელური კომუნიკაციის უნარი
** გამართული წერის უნარი
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გთხოვთ გამოაგზავნოთ თვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: l.sepherteladze@othniel.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე