|
დასახელება:
დასუფთავების დამხმარე თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
გრატუს აპარტჰოტელ თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
Housekeeping Porter უზრუნველყოფს ჰაუსქიფინგის დეპარტამენტის გამართულ და ეფექტურ მუშაობას, ამარაგებს სართულებს საჭირო ინვენტარით და უზრუნველყოფს საერთო სივრცეების სისუფთავის სტანდარტის დაცვას.
თანამედროვე აპარტ-ჰოტელი "Gratus Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას Housekeeping Porter | დასუფთავების დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. 113 ა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სართულებზე თეთრეულის, პირსახოცების და ქიმიური საშუალებების მიწოდება
** ბინძური თეთრეულის შეგროვება და ლონდრის სერვისში გადაცემა
** საწყობის მოწესრიგება და მარაგების კონტროლი
** საერთო სივრცეების (კორიდორები, ლიფტის ჰოლი, სამსახურებრივი ზონები) სისუფთავის კონტროლი
** ჰაუსქიფინგის გუნდთან კოორდინაცია და დავალებების დროული შესრულება
** დიასახლისების უშუალო დახმარება რთულად შესასრულებელ საქმეებში: ინვენტარის გადაადგილება, შუშების წმენდა/დასუფთავება
** სასტუმროში არსებული მცენარეების პერიოდული მორწყვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV l.chkhaidze@gratus.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
|
|
|
|