Робота для біженців з України
მოძრავი მერჩენდაიზერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოძრავი მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: გაგრა პლუსი
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას მარნეულის რეგიონში მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

აღწერა:

სამუშაო პოზიციის დასახლება: მერჩენდაიზერი
სამუშაო ტერიტორია: მარნეულის რეგიონი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით.

მოვალეობები:

** უზრუნველყოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის საუკეთესო პოზიციაზე წარდგენა (იქ სადაც სამუშაო გეგმით გათვალისწინებულია) და შეასრულოს მერჩენდაიზინგის სტანდარტები. გადაიღოს ფოტო-სურათები, რომელზეც ასახული უნდა იყოს სავაჭრო ობიექტში პროდუქციის წარდგენა.
** სავაჭრო ობიექტებში სარეკლამო მასალების სწორი განთავსება, კონტროლი; თაროების და სხვადასხვა მოწყობილობების განთავსება/დამონტაჟების უზრუნველყოფა;
** კონკურენტული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, ანგარიში (რეპორტინგი).
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სუპერვაიზერთან / ხელმძღვანელობასთან; დისტრიბუციასთან აქტიური კონტაქტი სავაჭრო ობიექტებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
** სტორჩეკში ზედმიწევნით შეიტანოს და სრულად ასახოს ყოველი სამუშაო დღის მარშრუტზე არსებული სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის წარდგენა. სტორჩეკში ჩაწეროს/აღნიშნოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის არსებული ნაშთის თანხობრივი ოდენობა.
** სამუშაო დროის პერიოდში თან ჰქონდეს კომპანიის პორთფელიოში მყოფი პროდუქციის სრული პრაის-ლისტი.
** ყოველი დღის გეგმის მიხედვით შევიდეს ყველა სავაჭრო წერტილში და სამუშაო დროს დაკავდეს მხოლოდ მასზე დაკისრებულ მოვალეობების შესრულებით.
** შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები და მითითებები.
** შეასრულოს მის სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები.

მოთხოვნები:

** აუცილებელია საკუთარი B ავტომობილის ყოლა (კომპანია უზრუნველყოფს საწვავს).
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
** ადგილობრივი მარნეულიდან ან მარნეულის მიმდებარე ტერიტორიიდან.
** პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** ორგანიზაციის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Shalva.Andriadze@gplus.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მერჩენდაიზერი მარნეულში" სათაურის ველში (Subject).

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე