Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705538&print=yes&view=jobs
 
კურიერი საკუთარი ავტომობილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი საკუთარი ავტომობილი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით თბილისში.

აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი!

ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში, არსებული წესების შესაბამისად.

პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე,
შაბათ-კვირა დასვენება;
** ანაზღაურება: ყოველ ჩაბარებულ/აღებულ გზავნილზე, მისამართზე - 3 ლარი;
** მდებარეობა: სამუშაო არეალი ვაკე - საბურთალო, ვერა - მთაწმინდა, დიდუბე
- ჩუღურეთი, გლდანი - ნაძალადევი, ისან - სამგორი.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ეკონომიური ტიპის ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება,
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV): hr@easyway.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 238 003
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია