|
დასახელება:
თარჯიმანი
|
| მომწოდებელი:
მიჰაუსი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოსა და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო ასორტიმენტს, ცნობილ და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, ასევე პროდუქციას მისაღებ ფასად.
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას თარჯიმნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი
ანაზღაურება: 2, 500 ლარიდან ზემოთ (კვალიფიკაციის მიხედვით)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ფინანსური დოკუმენტები, ოფიციალური წერილები, ანგარიშები და სხვა) ზუსტი და წერილობითი თარგმნა ინგლისურ და ჩინურ ენაზე;
** თარგმნილი დოკუმენტაციის რედაქტირება და კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში შინაარსობრივი დაზუსტება შესაბამის დეპარტამენტთან;
** დოკუმენტაციის მომზადება ოფიციალური დადასტურებისთვის და ბეჭდის დასარტყმელად, პროცედურული სიზუსტის კონტროლი;
** დადასტურებისა და ბეჭდის დარტყმის შემდეგ, საბანკო გადარიცხვების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება და ბანკისთვის დროული მიწოდება კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში, თარგმნილი ან დამოწმებული დოკუმენტაციის მიწოდება შესაბამისი მხარეებისთვის (პარტნიორები, ბანკები და სხვა ორგანიზაციები);
** კომპანიის შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერა უცხოენოვან პარტნიორებთან წერილობითი კომუნიკაციის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და ჩინური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (HSK 3-4);
** Microsoft Office (Word, Excell).
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობისთვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 4 აპრილის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|