Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: ევერესტი 2010
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
სადისტრიბუციო კომპანია "Everesti 2010" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას.

კომპანია "Everesti 2010" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე ქ.თბილისში.

მოვალეობები:

** საბუღალტრო გატარებების, ოპერაციების წარმოება და კორექტირება საბუღალტრო პროგრამაში;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება და კორექტირება Info-ბუღალტერიაში;
** პროგრამაში ანგარიშფაქტურების გატარება, გადაგზავნა და კორექტირება;
** საწვავის ხარჯების შემოწმება და აღრიცხვა;
** ბუღალტრულ პროგრამაში რეალიზაციის, დაბრუნების, შიდა გადაზიდვების და გადახდების ატვირთვა, საოპერაციო პროგრამასთან და შემოსავლების სამსახურის საიტთან (rs.ge) შედარება;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი და შედარების აქტების წარმოება.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** RS-ზე და Info ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1200 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ - 1550 ლარი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
მისამართი: თბილისი, თ. ერისთავის ქუჩა 28გ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Everesti 2010"მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "Everesti 2010" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "Everesti 2010"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე