Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705504&print=yes&view=jobs
 
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: გაგუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"გაგუას კლინიკა" ეძებს კვალიფიციურ და ორგანიზებულ რეგისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ეფექტურ რეგისტრაციას და მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პაციენტების დარეგისტრირება და რიგის ნომრის მინიჭება;
** პაციენტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა და პირველადი ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** პაციენტების მონაცემების პროგრამული მართვა;
** ხარისხის მართვის პროცესებში მონაწილეობა;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა სამედიცინო პერსონალისთვის.

საჭირო უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, სამედიცინო პროგრამული უზრუნველყოფა);
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:30-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
თვეში ერთი შაბათი 09:30-14:00 სთ-მდე

სამუშაო ადგილი: დიღომი, ნ. ჯავახიშვილის 6ა https://gaguaclinic.selfrecruit.ge/s/wFdO8
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია