Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705492&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების ცვლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების ცვლის მენეჯერი
მომწოდებელი: SKA
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"სკა" არის პირველი ჯანსაღი კვების ქსელი საქართველოში, რომლის მისიაც არის საზოგადოებაში დანერგოს ჯანსაღი, აქტიური და ხალისიანი ცხოვრების წესი.

"სკას" გუნდში დასუფთავების ცვლის მენეჯერის ვაკანსიაა.

სამუშაო განაკვეთი: ცვლები, 08:00-16:00 ან 15:00-23:00, კვირაში 5 დღე (გრაფიკის შეთანხმება შესაძლებელია).
ლოკაცია: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო პროცესში საწარმოს სისუფთავის უზრუნველყოფა;
** საჭირო ხსნარების, ინვენტარის მარაგების მართვა;
** ჰიგიენური საშუალებების გამოყენების წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** ცვლაში საქმეების დელეგირება გუნდზე;
** სტაჟიორების დატრენინგება;
** ჰასპის საკითხების მოწესრიგება.

მოთხოვნები: გამოცდილება დასუფთავების სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** მნიშვნელოვან ხელშეწყობას გრაფიკზე;
** კვების უზრუნველყოფა თანხით;
** Fitpass-ს.

თუ გსურს, რომ უკეთ გაგვიცნო გადადი ბმულზე: https://www.facebook.com/reel/3634958103403481

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/8cNsneEb
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია