|
დასახელება:
საერთაშორისო პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
LINGOSTAR English Language Center
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
საგანმანათლებლო ორგანიზაცია "ლინგოსთარი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ, ორგანიზებულ და პროაქტიულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება და შეუძლია პროექტების მართვა იდეიდან სრულ განხორციელებამდე.
პოზიციის მიზანი: საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების სრული ციკლის მართვა - დაგეგმვა, პარტნიორებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, კოორდინაცია და ანგარიშგება.
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მართვა
** საერთაშორისო პარტნიორებთან (სკოლები, უნივერსიტეტები, ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები) აქტიური კომუნიკაცია
** მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების კოორდინაცია
** საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგებისა და ბანაკების ორგანიზება
** პროექტების ვადებისა და შესრულების პროცესის კონტროლი
** პროექტების დოკუმენტაციის მომზადება და ანგარიშგება
** შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, გაყიდვები, აკადემიური გუნდი) ეფექტური კოორდინაცია
** ახალი საერთაშორისო პარტნიორობებისა და გრანტების შესაძლებლობების მოძიება
სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, განათლების, მენეჯმენტის ან მონათესავე სფეროში
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება პროექტების მართვაში (სასურველია საერთაშორისო პროექტებში)
** ინგლისური ენის ცოდნა
** დოკუმენტაციისა და ოფიციალური კორესპონდენციის წარმოების გამოცდილება
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:
** საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** გრანტების წერის ან საერთაშორისო დაფინანსების პროექტებში ჩართულობის გამოცდილება
** საერთაშორისო კონფერენციებისა და ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას
** კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად
** საერთაშორისო პროფესიული ქსელის გაფართოების შესაძლებლობას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: careerssinternational@gmail.com
სათაურში მიუთითეთ: საერთაშორისო პროექტების მენეჯერი
|
|
|
|