Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705478&print=yes&view=jobs
 
IT ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** დამკვეთებთან და პროექტში ჩართულ მხარეებთან მოთხოვნების შეგროვება, სიღრმისეული ბიზნეს ანალიზი და სრული დოკუმენტირება (მათ შორის BRD-ის მომზადება);

** ბიზნეს და ტექნიკური დავალებების ფორმირება, რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტების განსაზღვრა;

** პროექტების შეფასება, პრიორიტეტიზაციაში მონაწილეობა და პორტფელში არსებული პროექტების სტატუსების მართვა;

** ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი ტექნოლოგიური საჭიროებების განსაზღვრა;

** დეველოპერებისა და ვენდორებისთვის ამოცანების განსაზღვრა, კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი;

** IT პროდუქტების შექმნისა და განვითარების სრული ციკლის კოორდინაცია (SDLC), ახალი ფუნქციონალის ინტეგრაცია და ბაგების მართვა;

** UAT პროცესში მონაწილეობა, ცვლილებების დანერგვა რეალურ გარემოში და მოთხოვნების ცვლილებების მართვა (Change Management);

** პროექტში ჩართული მხარეების მოლოდინების მართვა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

** ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალის პრეზენტაცია და ბიზნეს მომხმარებლების ტრენინგი;

** დავალებების დოკუმენტური აღრიცხვა და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში განთავსება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული ინჟინერიის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების აღწერისა და მოდელირების გამოცდილება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო ან მსგავს სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - IT ბიზნეს ანალიტიკოსი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია