Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705476&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო ანდერაიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ანდერაიტერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სამედიცინო ანდერაიტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ახალი პროდუქტების შემუშავებასთან და/ან არსებული პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებული დავალებ (ებ)ის შესრულება;
** ახალი პროდუქტის ჩაშვებასთან დაკავშირებით შესაბამისი რგოლების ინფორმირებისა და პროდუქტის დეტალურად გაცნობის პროცესში მონაწილეობა (უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად);
** ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევის სტანდარტული პროდუქტების შემუშავება და ამავე პროცესის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებ (ებ)ის შესრულება;
** ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევის კუთხით კომპანიაში შემოსული მოთხოვნების რისკების შესწავლისათვის და შესაბამისი პროდუქტების ცალკეულ მოთხოვნებზე მოსარგებად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** ფასწარმოქმნისათვის საჭირო ანალიტიკის პროცესის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებ (ებ)ის შესრულება;
** ცალკეული პროექტების (განსხვავებული პროდუქტების, ტენდერების) შემთხვევაში შესაბამისი რგოლების ინფორმირებისა და ერთიანი მიდგომების შემუშავების პროცესში ჩართულობა და ამავე პროცესების ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებ (ებ)ის შესრულება;
** ზარალის დადგომის შემთხვევაში ზარალების სამსახურის კონსულტირება მოქმედი ხელშეკრულებ (ებ)ის პირობების თაობაზე;
** სამედიცინო დაზღვევის შეთავაზებაზე შემოსული მოთხოვნების აღრიცხვა;
** სამედიცინო ხელშეკრულებების (დანართების) მომზადება და მონაცემების (დაზღვევის პირობები, ბარათები/დაფარვები და შესაბამისი დოკუმენტები) სამუშაო პროგრამის სამედიცინო მოდულში ასახვა;
** დადასტურებული გადაზღვეული პროდუქტების აღრიცხვა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებული ფორმით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 ან C1 დონე)
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office)
** მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში
** სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო ანდერაიტინგის მიმართულებით

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მათემატიკური/ტექნიკური აზროვნების უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სამედიცინო ანდერაიტერი დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია