Робота для біженців з України
მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად ახალი მონაცემთა ბაზების შექმნა და არსებული ბაზების მოდიფიცირება;
** მონაცემთა ბაზის სერვერების (MS SQL Server, PostgreSQL) ინსტალაცია, კონფიგურაცია და კომპანიის საჭიროებებზე მორგება;
** მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი, ტუნინგი და ოპტიმიზაცია;
** სარეზერვო ასლების (Backup) შექმნის პროცესის მართვა, ყოველდღიური ასლების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა აღდგენა (Restore);
** მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული პრობლემების/ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** მონაცემთა ბაზებზე და ბიზნეს სისტემებზე მომხმარებელთა წვდომებისა და უფლებების მართვა;
** Data Warehouse-ის შექმნისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების მხარდაჭერა;
** სხვადასხვა მონაცემთა წყაროებთან ინტეგრაციის უზრუნველყოფა Data Warehouse არქიტექტურის განვითარების მიზნით;
** მონაცემთა ბაზებისა და შესაბამისი მმართველი სისტემების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების შემუშავება;
** მონაცემთა ბაზების მართვისა და წარმადობის გაუმჯობესების მიზნით სიახლეების მოძიება და რეკომენდაციების შემუშავება;
** თანამშრომლებისთვის ტექნიკური კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სავალდებულოა მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა Microsoft SQL Server -თან მუშაობის გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენების ცოდნა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე