|
დასახელება:
გაყიდვების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
კასს ლენდი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
"კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი
პასუხისმგებელია შემოსული სატელეფონო ზარების და ონლაინ შეტყობინებების დროულ და პროფესიონალურ დამუშავებაზე, კომპლექსის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაზე, ინდივიდუალური ჯავშნების მიღებაზე და შესაბამის პროგრამაში სწორად, სრულად შეყვანაზე. ასევე მომხმარებლების შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმის საშუალებით.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
1. შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებლებისთვის პროფესიონალური მომსახურების გაწევა;
2. კომპლექსის შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის:
** სასტუმროს ნომრები და კატეგორიები
** ფასები და მიმდინარე შეთავაზებები
** რესტორნები და დამატებითი სერვისები
** ატრაქციონები, ინფრასტრუქტურა და სხვა მომსახურებები
3. ინდივიდუალური ჯავშნების მიღება სატელეფონო ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით;
4. მიღებული ჯავშნების შესაბამის პროგრამაში დროულად, სწორად და სრულად შეყვანა;
5. მომხმარებლის მონაცემების სიზუსტის კონტროლი და კონფიდენციალურობის დაცვა;
6. მომხმარებლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით, მათ შორის:
** სოციალური ქსელები
** ელ.ფოსტა
** მესენჯერები (WhatsApp, Messenger, Xoto და სხვა)
** ჯავშნის პლატფორმები
7. მომხმარებლებისთვის კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების ხელშეწყობა;
8. მომხმარებელთა პრობლემების, მოთხოვნებისა და უკუკავშირის შესაბამისი რეაგირება;
9. კომპანიის შიდა პროცედურების, სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა;
10. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემა შესაბამის დეპარტამენტებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|