Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705447&print=yes&view=jobs
 
საუზმის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის მზარეული
მომწოდებელი: Makmani Hotel
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "დიენთი ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს "Makmani Boutique Hotel by DNT Group-ის" საუზმის მზარეულის პოზიციაზე, ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა #12.
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე, 07:00-16:00
ანაზღაურება: 1200 NET

ძირითადი მოვალეობები:

** საუზმის მენიუთი გათვალისწინებული ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
** შვედური მაგიდის (ბუფეტის) პროფესიონალური გაშლა, კერძების ესთეტიური განლაგება და სერვირება;
** პროდუქტების შენახვისა და სანიტარიული ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია სასტუმროში);
** შვედური მაგიდის მართვის, გაშლისა და ალაგების პრინციპების ცოდნა;
** სამზარეულოს ინვენტართან და დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dntgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საუზმის მზარეული".

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია