Робота для біженців з України
სამზარეულოს დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამზარეულოს დამხმარე
მომწოდებელი: Hotel Monday
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "დიენთი ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს "Hotel Monday by DNT Group-ის" სამზარეულოს დამხმარეს პოზიციაზე, ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქუჩა #22;
სამუშაო დრო: კვირაში 6 დღე, 07:00-16:00;
ანაზღაურება: 1200 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

** საუზმის მზარეულის დახმარება ინგრედიენტებისა და კერძების მომზადების პროცესში;
** საუზმის სივრცის გაწყობა, პროდუქტის მუდმივი შევსება და დასრულების შემდეგ ალაგება;
** მარაგების კონტროლსა და განთავსებაში დახმარება;
** 2 კვირაში ერთხელ ჭურჭლის მრეცხავის პოზიციის შეთავსება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროში დასაქმებას;
** თბილ და მეგობრულ გარემოს;
** კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dntgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სამზარეულოს დამხმარე

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე