|
დასახელება:
ლაბორანტი
|
| მომწოდებელი:
ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
სს "ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ეროვნული მიკობაქტეროლოგიური რეფერენს ლაბორატორიის ლაბორანტის თანამდებობაზე.
ლაბორატორიული საქმიანობა
ლაბორატორიული სამუშაოები განხორციელდება ბიოუსაფრთხოების მეორე დონის ლაბორატორიაში და მოითხოვს ბიოუსაფრთხოების პრინციპების სრულ დაცვას დამტკიცებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP) შესაბამისად.
ლაბორატის საქმიანობა მოიცავს:
** ბიოლოგიური ნიმუშების მიღება, რეგისტრაცია, დეკონტამინაცია და შესაბამის პირობებში დამუშავება
** რუტინული და კვლევითი ტესტირების ჩატარება
** ფენოტიპური მეთოდების გამოყენება: მიკროსკოპია, კულტივირება, კულტურის იდენტიფიკაცია და ანტიტუბერკულოზურ პრეპარატებზე მგრძნობელობის განსაზღვრა
** გენოტიპური და მოლეკულური მეთოდების დანერგვა და განხორციელება
** დნმ-ის ექსტრაქცია ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვით
** პრე-სექვენირების პროცედურების შესრულება (ნიმუშის ხარისხის შეფასება, კონცენტრაციის განსაზღვრა და მომზადება შესაბამისი პროტოკოლით)
** სექვენირების პროცესის განხორციელება და მიღებული მონაცემების პირველადი დამუშავება
** იზოლატებისა და გენეტიკური მასალის სათანადო პირობებში შენახვა და არქივირება
** ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
ძირითადი მოვალეობები (კვლევითი საქმიანობა)
** კვლევით პროექტებში მონაწილეობა კვლევის პროტოკოლისა და ეთიკური ნორმების სრული დაცვით
** მთავარ მკვლევართან და კვლევით გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა
** კვლევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, მონაცემთა შეგროვება და მართვა
** ხარისხის კონტროლისა და კარგი კლინიკური პრაქტიკის (GCP) პრინციპების დაცვა
** კვლევითი მასალებისა და ლაბორატორიული პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან
დამატებით:
** ბიოუსაფრთხოების, ბიოეთიკისა და ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნების მკაცრი დაცვა
** ლაბორატორიული ჩანაწერებისა და ანგარიშგების წარმოება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** ინგლისური ენის და ძირითადი საკომუნიკაციო კომპიუტერული პროგრამების ფლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის სფეროში
** კარგი კლინიკური პრაქტიკის (GCP) სერტიფიკატი (სასურველია)
სამუშაო გრაფიკი და პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00
** ანაზღაურება: შეთანხმებით
განაცხადის შემოტანის ვადა: 1 კვირა
გასაუბრების თარიღი: 10-11 მარტი
სტაჟირება: 3-4 კვირა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: maiagegechkori@yahoo.com
|
|
|
|