Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705416&print=yes&view=jobs
 
ავტო ლიზინგის და რეალიზაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო ლიზინგის და რეალიზაციის მენეჯერი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
"პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ლიზინგის და რეალიზაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სადილერო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ლიზინგის განაცხადების დისტანციურად დამუშავება, კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
** დამტკიცებული განაცხადების საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ლიზინგის გაცემის პროცესის მართვა;
** კომპანიის ავტომობილების რეალიზაციის პროცესის მართვა: პოტენციური მყიდველის მოძიება, მათთან კომუნიკაცია, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულების გაფორმება;
** კომპეტენციისამებრ, პერიოდული რეპორტინგი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** შედეგზე ორიენტირებულს, აქტიურს;
** დახვეწილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარებით;
** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილებით;
** ავტოინდუსტრიის სფეროში გაყიდვების გამოცდილება და ავტომობილების ცოდნა სავალდებულოა.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ.3
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული.

დაინტერესების შემთხვევაში - გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია