Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Sydney Royal Clinic
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
"Sydney Royal Clinic" - ეძებს შედეგზე სრულად ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება პაციენტების რაოდენობის ზრდა, რეკლამის ეფექტურობის გაუმჯობესება და მარკეტინგული ინვესტიციის მაქსიმალური შედეგიანობა.

პოზიცია გულისხმობს სრულ პასუხისმგებლობას მარკეტინგულ შედეგებზე და ბიუჯეტის ეფექტურ მართვაზე.

მდებარეობა: თბილისი
სფერო: ესთეტიკური / სამედიცინო კლინიკა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და შესრულება კონკრეტული რიცხვითი მიზნებით
** Meta და Google სარეკლამო კამპანიების სრული მართვა და ოპტიმიზაცია
** ლიდების გენერაციის სისტემის გაუმჯობესება და მასშტაბირება
** გაყიდვების ვორნიკის ანალიზი: რეკლამა → ლიდი → ჩაწერა → ვიზიტი
** სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტური განაწილება და ROI-ის კონტროლი
** ყოველთვიური შედეგების ანგარიშგება და ზრდის გეგმის წარმოდგენა

სავალდებულო KPI-ები:

** CPL-ის სტაბილური შემცირება
** კონვერსიის მაჩვენებლის ზრდა ყველა ეტაპზე
** პაციენტების რაოდენობის ყოველთვიური ზრდა
** სარეკლამო კამპანიების დადებითი ROI
** მკაფიო, რიცხვებზე დაფუძნებული ანგარიშგება

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება performance marketing-ში
** პრაქტიკული გამოცდილება Meta Ads და Google Ads მართვაში
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** KPI-ებზე და ფინანსურ შედეგებზე მუშაობის გამოცდილება

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ანაზღაურება + შედეგზე დამოკიდებული ბონუს სისტემა
** ბონუსი პირდაპირ იქნება მიბმული მიღწეულ KPI-ებზე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და შესრულებული პროექტების მოკლე აღწერა ელფოსტაზე: maiko.kirtadze@sydneyroyalclinic.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე