Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705385&print=yes&view=jobs
 
კომერციული დირექტორის მოადგილე - მისაქციელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: აქვა გეო
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა.

კომპანია შპს "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. მისაქციელი;
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, სატელეფონო ლიმიტი, კვება;
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი;
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00 სთ-მდე;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
ანაზღაურება: 5500 ლარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციული დირექტორის მხარდაჭერა ექსპორტის გაყიდვების პროცესების დაგეგმვასა და კოორდინაციაში;
** არსებული საერთაშორისო გაყიდვების ბაზების მართვა, სისტემატიზაცია და განახლება;
** საერთაშორისო გაყიდვების მონაცემების შეგროვება და რეპორტების მომზადებაში მხარდაჭერა;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება;
** შიდა გუნდებთან კოორდინაცია გაყიდვების მიზნების ეფექტურად მისაღწევად;
** კომერციული დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
** ახალი საერთაშორისო ბაზრების და პარტნიორების მოძიება, არსებული პორთფელის მართვა;
** დისტრიბუტორებთან და ექსპორტიორებთან კომუნიკაცია;
** ფასების პოლიტიკისა და კომერციული შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება კომერციულ დირექტორთან
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, F&B სექტორში, საერთაშორისო გაყიდვებში;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა
** მოლაპარაკებების წარმოების და პრეზენტაციის უნარები;
** საერთაშორისო ბაზრების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარები
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სამუშაოს სწორი დელეგირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ყურადღებიანი
** პასუხისმგებლობიანი
** კომუნიკაბელური

ასევე მივიღებთ რეკრუტინგის მიმართულებით დაკავებულ HR კომპანიებისგან მიღებულ შემოთავაზებებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომერციული დირექტორის მოადგილე" (გთხოვთ რეზიუმე წარმოადგინეთ ქართულ ენაზე).

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია