Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705382&print=yes&view=jobs
 
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: მუხუდო
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
"ვეგანური სწრაფი კვების ობიექტი მუხუდო MUHUDO" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციებზე.

მოვალეობები:

** რეცეპტებისა და საოპერაციო სტანდარტების დაცვით მზარეულის მხარდაჭერა;
** ნახევარფაბრიკატების დამუშავება და მომზადება;
** პროდუქციის მიღება, დახარისხება და ეტიკეტირება;
** ინგრედიენტების ვადების მონიტორინგი და უსაფრთხო შენახვა;
** სისუფთავის, ჰიგიენის და HACCP სტანდარტების დაცვა;
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და დახმარება დატვირთულ რეჟიმში;
** დისციპლინისა და სამუშაო ეთიკის სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სწრაფად რეაგირების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გრაფიკი და ანაზღაურება:

** ანაზღაურება: 1210-1320 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: 5X2
** სამუშაო საათები: 6.5 საათიანი ცვლები, კვირაში 32.5 საათი
** ლოკაცია: ზანდუკელის #2 (მეტრო რუსთაველთან)

ბენეფიტები:

** სამუშაო საათებში უფასო კვება
** არასამუშაო დროს საკვებზე ფასდაკლება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (cv) შემდეგ საფოსტო მისამართზე: muhudofalafel@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია