Робота для біженців з України
დამწყები შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას დამწყები შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ ენერგიულ, დეტალებზე ორიენტირებულ და განვითარებაზე მომართულ დამწყებ სპეციალისტს, რომელიც ჩაერთვება წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის შესყიდვის პროცესებში.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო ნედლეულის ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ახალი პოტენციური მომწოდებლების მოძიება;
** საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია (წერილობითი და ზეპირი);
** შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
** ფასების შედარებითი ანალიზი და ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა;
** მარაგების დაგეგმვაში მონაწილეობა და ვადების მკაცრი კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ლოგისტიკის მიმართულებით);.
** ენების ფლობა: ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერილობითი, ისე სასაუბრო);
** ტექნიკური უნარები: MS Office-ის (განსაკუთრებით Excel და Word) სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა: საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
** საგულდაგულო მიდგომა: დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - ნედლეულის შესყიდვისას ერთი პატარა შეცდომაც კი მნიშვნელოვანია;
** მოტივაცია: მუდმივი განვითარებისა და სწავლის სურვილი.
** დროის მართვა: დაგეგმვის უნარი და მოქნილობა ფორსმაჟორულ სიტუაციებში;
** კვლევის უნარი: სიახლეების ძიების და ინფორმაციის გადამოწმების "აზარტი";
** ორგანიზებულობა: დიდი მოცულობის ინფორმაციის სისტემატიზაციის უნარი.
** სისხარტე: დინამიურ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00).
** ადგილმდებარეობა: ქვემო ალექსეევკის დასახლება (თბილისის აეროპორტის მიმდებარედ).
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
** კვება: კომპანია სრულად უზრუნველყოფს კვებას.
** ტრანსპორტირება: კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მეტრო "ზედა სამგორიდან".
** ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ ზრდას მზარდ კომპანიაში.
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
** გამოცდილების მიღების შესაძლებლობას გამოცდილი სპეციალისტების გვერდით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.elvare.ge/

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე