Робота для біженців з України
დამწყები ლოგისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას დამწყები ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ დამწყებ სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს ლოგისტიკის გუნდს და უზრუნველყოფს ნედლეულისა თუ მზა პროდუქციის შეუფერხებელ ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** სატრანსპორტო კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია (ინგლისურ და რუსულ ენებზე);
** საიმპორტო/საექსპორტო დოკუმენტაციის (ინვოისი, პაკინგ-ლისტი, CMR) მომზადება და სისწორის შემოწმება;
** ტვირთების მოძრაობის მონიტორინგი და დროული მიწოდების კონტროლი;
** ლოგისტიკური ხარჯების აღრიცხვა და რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (ბიზნესის ადმინისტრირება, ლოგისტიკა, მენეჯმენტი ან მომიჯნავე მიმართულებები).
** ენების ფლობა: ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (როგორც წერითი, ისე სასაუბრო).
** ტექნიკური უნარები: საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) კარგი ცოდნა და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ათვისების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა: საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** საგულდაგულო მიდგომა: განსაკუთრებული ყურადღება ციფრების, კოდების და ვადების მიმართ;
** მოტივაცია: მუდმივი განვითარებისა და სწავლის სურვილი;
** დროის მართვა: დაგეგმვის უნარი და მოქნილობა ფორსმაჟორულ სიტუაციებში;
** სიახლეების ძიება: სფეროში არსებული ახ;ლი მარშრუტების, ტარიფებისა და რეგულაციების მუდმივი შესწავლის სურვილი;
** ორგანიზებულობა: დიდი მოცულობის ინფორმაციის სისტემატიზაციის უნარი;
** სისხარტე: დინამიურ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00).
** ადგილმდებარეობა: ქვემო ალექსეევკის დასახლება (თბილისის აეროპორტის მიმდებარედ).
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
** კვება: კომპანია სრულად უზრუნველყოფს კვებას.
** ტრანსპორტირება: კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მეტრო "ზედა სამგორიდან".
** ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ ზრდას მზარდ კომპანიაში.
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
** გამოცდილების მიღების შესაძლებლობას გამოცდილი სპეციალისტების გვერდით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.elvare.ge/

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე