|
დასახელება:
ხარისხის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სამედიცინო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
შპს სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N16
სამუშაო გრაფიკი: სამუშაოს მოთხოვნიდან გამომდინარე - შეთანხმებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციაში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა, განვითარება და კონტროლი;
** ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნების დანერგვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტაციის მართვა ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად;
** თანამშრომლებისთვის ხარისხის სტანდარტებთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება;
** სერტიფიცირების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** შიდა აუდიტების დაგეგმვა და ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ხარისხის მართვის, მედიცინის ან ადმინისტრირების მიმართულებით)
** ISO 9001 სტანდარტის ცოდნა (სასურველია სერტიფიკატი);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel) ;
** ხარისხის მართვის სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტაციის მართვის უნარი;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენო რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: infodiomedi@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.
|
|
|
|