|
დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Alcosphere
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
ალკოჰოლის სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელი "ალკოსფერო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1800-2000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებულ მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მიწოდების პირობების დაზუსტება (ფასი, რაოდენობა, გადაზიდვის დროები, პროცესები და ვადები);
** სპეციალური აქციებისა და პრომო კამპანიების მხარდაჭერა პროდუქციის მიწოდების კუთხით;
** შედგენილი მატრიცის მიხედვით შესყიდვების განსაზღვრა;
** შესყიდვების კალენდრის/გრაფიკის შედგენა;
** მარაგებისა და ნაშთების ოპტიმიზაცია მაღაზიების მოთხოვნების შესაბამისად;
** ჭარბი და დეფიციტური ნაშთების მონიტორინგი და პრევენცია;
** შეკვეთების შესრულების კონტროლი;
** მიწოდების ვადების, დოკუმენტაციისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** პრობლემური შეკვეთების იდენტიფიკაცია და მათი დროული გადაწყვეტა;
** ახალი მაღაზიების გახსნისას შესყიდვების პროცესების ორგანიზება;
** მაღაზიებისა და ცენტრალური საწყობის მარაგების პერიოდული მონიტორინგი;
** მცირე მარაგების შემთხვევაში მენეჯერის ინფორმირება (მომწოდებლის მხრიდან პროდუქციის წყვეტის დროს);
** შესყიდვების დოკუმენტაციის (კონტრაქტები, ინვოისები, სატრანსპორტო საბუთები) არქივირება;
** პერიოდული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა (მაგალითად, მიღებული პროდუქციის ჭრილში).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@alcosphere.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|