Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705340&print=yes&view=jobs
 
ტრენინგი - HR & People ანალიტიკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი - HR & People ანალიტიკა
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
ვაცხადებთ რეგისტრაციას "HR & People" ანალიტიკის XXI ჯგუფზე განახლებული სილაბუსით.

HR ანალიტიკის მოცემული ტრენინგი არის პირველი (2021 წლიდან) და უნიკალური ქართულ სივრცეში, შემუშავებულია სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებით.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/

მოცემული ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს განავითაროს ისეთი უნარები და კომპეტენციები, რომლებიც მისცემს მათ საშუალებას:

** გადავიდნენ HR-ს სტრატეგიულ დონეზე
** ისაუბრონ მონაცემებით და არა ემოციებით
** შეეძლოთ თანამშრომელთა ქცევაზე დაკვირვება და ანალიზი
** მოამზადონ პროექტები, ინიციატივები და რეპორტები კარგად გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე
** იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები და ინიციატორი და არა შემსრულებელი
** დაამკვიდრონ და განამტკიცონ HR-ს უმნიშვნელოვანესი და თანამედროვე როლი ბიზნეს განვითარებაში
** გახდნენ მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიონალები.

ტრენინგი განკუთვნილია: HR სფეროს წარმომადგენლებისა და იმ პირებისათვის, ვინც ფაქტობრივად ასრულებს HR-ის როლს კომპანიაში.

კურსზე დასწრების წინაპირობას წარმოადგენს Excel-ის ელემენტარულ დონეზე ცოდნა.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

HR სტრატეგია - 4 შეხვედრა:

** HR მონაცემების დამუშავების, ასევე რეპორტინგის მნიშვნელობა და გავლენა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე
** HR ანალიტიკის სიმწიფის დონეები
** HR მონაცემების აღრიცხვის სისტემის შემუშავება, დანერგვა
** მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებაში HR სოფტის როლი და ალტერნატიული მეთოდები
** საპროგნოზო ანალიტიკა და მოდელირება
** გადინების რისკის პროგნოზირება
** ჩართულობის ინდიკატორები
** 9 Box Grid და HiPo გეგმარება
** სამუშაო ძალის პროგნოზირება (Workforce Forecasting)
** ორგანიზაციული ქსელის ანალიტიკა და არაფორმალური გავლენები (ONA)
** HR KPIs vs HR მეტრიკები
** KPI შექმნა
** 20 ძირითადი HR მეტრიკა და მათი გამოანგარიშების ფორმულები
** რეპორტინგი - წლიური და კვარტალური ანგარიშებისთვის მომზადება დეშბორდების მეშვეობით
** ანგარიშგების სტრატეგია სხვადასხვა ადრესატისთვის
** HR სტრატეგიის შემუშავება.

Excel for HR - 11 შეხვედრა:

** აბსოლიტური, ფარდობითი და შერეული მისამართები, Flash Fill, Paste Special. Table Format. Name Manager. Duplicates. Go to
ლოგიკური ფორმულები (IF, IFERROR, AND, OR)
** სტატისტიკური და მათემატიკური ფორმულები (AVERAGEIFS, COUNTIFS, SUMIFS, COUNTA, COUNTBLANK, MODA, MEDIAN)
** Conditional Formatting (Highlight Cells Rules). Conditional Formatting with Formulas, TEXT TO COLUMNS.
** თარიღის ფორმულები (TODAY, NOW, DAY, MONTH, YEAR, DATE, WORKDAY, NETWORKDAYS, NETWORKDAYS.INTL, WEEKDAY, DATEDIF.
** მონაცემთა ძებნის ფორმულები (VLOOKUP, HLOOKUP, INDEX, MATCH), DATA VALIDATION.
** მონაცემების იმპორტი შიტებსა და ფაილებს შორის
** Pivot. მონაცემთა ვიზუალიცაზია. Charts.
** დინამიური გრაფიკები
** INTERACTIVE EXCEL DASHBOARDS
** სიახლე - საპროგნოზო ანალიტიკის ფორმულები

ტრენერები:

ირინა შალამბერიძე - HR სფეროში 20 + წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, სხვადასხვა ინდუსტრიებში HR დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი, ჰედჰანთერი, აკრედიტებული ტრენერი, ლექტორი, HR კონსულტანტი, HR4 Business დამფუძნებელი და დირექტორი.

ნანა კაციაშვილი - საოფისე პროგრამების ტრენერი და პედაგოგი - ITVET აიტი აკადემიისა და სხვადასხვა სახელმწიფო კოლეჯებში, ასევე კომერციული ორგანიზაციებისთვის სწავლების 25 წლიანი გამოცდილებითა და ევროპული სტანდარტის სერტიფიცირებით, მონაწილეთა საერთო რიცხვი - 5000-ზე მეტი.

განრიგი და საფასური:

** ტრენინგის ჩატარების პერიოდი 20 აპრილიდან ჩათვლით, I ნაწილი - ყოველი ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 19:30-21:30 სთ. II ნაწილი - იგივე დღეები 20:30-22:30 სთ. სულ 15 შეხვედრა.
** სრული კურსის საფასური: 799 ლარი (ორივე მოდულის აღების შემთხვევაში)
** შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა - 50 % -50 % ტრენინგის დაწყებამდე დაფარვით.
** 25 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს 15 %-იან ფასდაკლებას, ხოლო 8 აპრილის ჩათვლით - 10 %-იანს.

მომხმარებლების თხოვნით, HR ანალიტიკის ტრენინგს ცალკეული მოდულების სახით გთავაზობთ.

აირჩიე შენთვის სასურველი მიმართულება:

** HR სტრატეგია - 300 ლარი:
** EXCEL FOR HR - 650 ლარი:
** სრული კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი, 15 შეხვედრა.
** ფორმატი: ონლაინ / Zoom
** ტრენინგის დასასრულს გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი.
** ტრენინგის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს მიეწოდებათ რეგისტრაციის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს https://forms.gle/x5PFLQj5XwNXPn9S6

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: irina@hr4b.ge ან დაგვირეკეთ 591 96 11 11.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია