|
დასახელება:
იურიდიული სამსახურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
შპს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება : შეთანხმებისამებრ (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ფუნქცია - მოვალეობები:
** სამედიცინო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მუდმივი მონიტორინგი და ორგანიზაციაში მისი პრაქტიკული დანერგვა;
** კლინიკის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან;
** წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** სამართლებრივი დავების წარმოება (პაციენტებთან, კონტრაქტორებთან, სახელმწიფო უწყებებთან და სხვა მხარეებთან);
** შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის, კონტრაქტების და რეგლამენტების შემუშავება/გადახედვა;
** პაციენტის უფლებებთან და სამედიცინო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მართვა;
** ლიცენზირების, ნებართვების და აკრედიტაციის პროცესების იურიდიული მხარდაჭერა;
** მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** იურიდიული რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული მექანიზმების შემუშავება;
** იურიდიული სამსახურის მართვა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიულ სფეროში;
** სასურველია: სამედიცინო სამართლებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილება;
** სამედიცინო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** სასამართლო და ადმინისტრაციული დავების წარმოების გამოცდილება;
** სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებთან მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი დონის წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** მენეჯერული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@gudushauri.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " იურიდიული სამსახურის უფროსი".
|
|
|
|