|
დასახელება:
ავტომატური პროცესების მართვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
პალატი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ავტომატური პროცესების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე რუსთავში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი/პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება პროცესების მართვის ავტომატური სისტემების მიმართულებით და პნევმატიკის ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ელექტროუსაფრთხოების თანრიგის მოწმობა;
** PLC და HMI მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სენსორების ძირითად ტიპებთან (დისკრეტული (ფოტოელექტრული, ინდუქციური და ა.შ.) და ანალოგურთან (ტემპერატურის, წნევის სენსორები და ა.შ.)) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სიხშირის გადამყვანების (VFD) კონფიგურაციისა და დაკავშირების ცოდნა;
** ელექტრული წრედის დიაგრამების წაკითხვის უნარი.
** სიხშირულ გამშვებთან და მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო ძრავებთან მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების ავტომატიზაციისთვის ელექტრო დანადგარებისა და მოწყობილობების მართვის სისტემების გაწყობა/მომსახურება;
** სამფაზიანი ქსელების, პანელების აწყობა; (ელექტრო და ავტომატიკა).
** ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის წესებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** მოხსენებითი ბარათების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 - 18:00) ან ცვლები;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.
თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ავტომატური პროცესების მართვის სპეციალისტი ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 10 41 13
|
|
|
|