Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705319&print=yes&view=jobs
 
სანებართვო უზრუნველყოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანებართვო უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს თანაინვესტირების ფონდი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 03 აპრილი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აცხადებს ვაკანსიას საპროექტო სამუშაოების მართვისა და სანებართვო უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

დეველოპერული პროექტების დროული, ეფექტიანი და უწყვეტი განხორციელების უზრუნველყოფა საპროექტო სამუშაოების მართვის, სანებართვო პროცესების კოორდინაციისა და პროექტების ექსპლუატაციაში შეუფერხებლად შეყვანის გზით, მოქმედი კანონმდებლობისა და პროექტის მოთხოვნების სრული დაცვით.

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

** საპროექტო დოკუმენტაციის მართვა
** საპროექტო დოკუმენტაციის მართვა და კოორდინაცია დეველოპერული პროექტების ყველა ეტაპზე (მათ შორის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო დოკუმენტაცია);
** საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა სამშენებლო პროცესებთან, დამკვეთის მოთხოვნებთან და მოქმედ რეგულაციებთან;
** პროექტირების პროცესში ჩართული პროექტანტების, კონსულტანტებისა და სხვა მონაწილე მხარეების კოორდინაცია.

სანებართვო პროცესების მართვა:

** დეველოპერული პროექტებისთვის აუცილებელი სანებართვო მოთხოვნებისა და დოკუმენტაციის მართვა;
** მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაციის კოორდინაცია ნებართვების დროულად მისაღებად;
** მიღებული ნებართვების პირობების შესრულების მონიტორინგი და ცვლილებების მართვა.

პროექტების ექსპლუატაციაში შეყვანა:

** პროექტების ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და პროცესების კოორდინაცია;
** ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი საკითხებისა და საჭირო კორექტირებების მართვის მხარდაჭერა;
** ექსპლუატაციაში მიღების პროცესის მონიტორინგი შესაძლო შეფერხებების პრევენციის მიზნით.

კოორდინაცია და ანგარიშგება:

** სამუშაო გეგმების მომზადება და პერიოდული პროგრესის ანგარიშგება;
** პროექტების მიმდინარეობისას წარმოქმნილ საკითხებსა და რისკებზე ოპერატიული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ან საპროექტო დოკუმენტაციის/პროცესების მართვის მიმართულებით;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა და CAD პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და დეტალებზე ორიენტაცია.

განაცხადის წარდგენის ინსტრუქცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სათაურის ველში პოზიციის დასახელების მითითებით, 2026 წლის 3 აპრილამდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gcfund.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, CV წარმოადგინოთ ინგლისურ ან ქართულ ენაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია