|
დასახელება:
საქმეთა მწარმოებელი სამშენებლო მოედანზე
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია TERRA
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
სამშენებლო კომპანიას "TERRA" ესაჭიროება სამშენებლო ობიექტზე გლდანში საქმეთამწარმოებელი, სრული სამუშაო განაკვეთზე.
მოთხოვნა:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ობიექტზე მინიმუმ 3 წელი;
** არქიტექტორული და კონსტრუქციული პროექტების წაკითხვა-გარჩევის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი, ყველა უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** ობიექტის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო მასალების შეძენა
** მომწოდებლის მოძებნა, მასალების წამოსაღებად შესაბამისი ტრანსპორტის მოძებნა;
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების სიღრმისეული მონიტორინგი;
** სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ტაბელი და სხვ.);
** ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა;
** ხარჯების ოპტიმიზაცია.
აუცილებელი უნარები:
** სამშენებლო სტანდარტების, სამშენებლო მასალების ცოდნა
** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის უნარი;
** ლიდერული თვისებები, ორგანიზაციული უნარები.
** შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** ინიციატივიანობა და ენთუზიაზმი
** დოკუმენტაციასთან მუშაობა
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-შაბათი 9:00 დან 18:00 დე
ანაზღაურება შეთანხმებით
დაინტერესებულმა პირმა გამოაგზავნეთ სივი მეილზე: sityup13@gmail.com
განიხილება მხოლოდ ის კანდიდატები ვინც გამოაგზავნის სივის.
|
|
|
|