Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705296&print=yes&view=jobs
 
მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების სპეციალისტი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 18 მარტი
სს "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ენერგოაღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახურის კომერციული ციკლის მართვის განყოფილების მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;
** საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა, კომუნიკაბელურობა;
** არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
** მსგავსი სპეციალობით 1-3 წლის სამუშაო გამოცდილება;
** ენების ცოდნა: რუსული-დამაკმაყოფილებლად,
** ქართული - თავისუფლად;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
- MS Office (Word, Excel,)
- MS Outlook
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** კომერციული ციკლის ეტაპობრივ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, დაგეგმვიდან შედეგების შეჯამებამდე.
** ბ/ც-ებში გათიშვა/აღდგენის პროგრამის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება, ბილინგის სისტემაში ციკლური პროცესების სწორი და დროული ასახვა დაკვირვების წარმოება და საჭიროების შემთხვევაში კორექტივების შეტანა;
** გათიშვა-აღდგენის საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და სათანადო პასუხების და გადაწყეტილებების მომზადება;
** კომერციული პროცესების მონიტორინგის პროგრამების გამართულად მუშაობის პროცესების უზრუნველყოფა;
** საჭიროების მიხედვით შემკვეთი- ქვედანაყოფების კრიტერიუმების მიხედვით აბონენტების სიების მომზადება და მიწოდება საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;
** კომერციული ციკლის მონიტორინგის პროგრამების მონაცემებზე დაყრდნობით, (ყოველდღიური, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ა.შ.) ანგარიშების მომზადება;
** კომერციული ციკლის შესაბამისი პროცესების და ოპერაციების ყოველდღიური ანალიზი.
** შესრულებულ სამუშაოთა შედეგების ანალიზისა და მონიტორინგის საფუძველზე, კომერციული ციკლის ფარგლებში ბიზნეს-პროცესების არსებული ნაკლოვანებების გამოვლენა, წინადადებების მომზადება მათ აღმოსაფხვრელად და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისთვის;
** გათიშვა/აღდგენისა და კომერციული ციკლის სხვა პროცესების პროგრამების ოპტიმიზაციისა და გამართული მუშაობისათვის საჭირო ყველა სამუშაოს შესრულება.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2026 წლის 18 მარტის ჩათვლით.

სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია