|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
ზოგადი მედიცინის ცენტრი როგო
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
ინოვაციური სტომატოლოგიისა და ზოგადი მედიცინის ცენტრი "როგო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
** ადმინისტრატორი
** კოსმეტოლოგი
** ლაზეროთერაპევტი
** სტომატოლოგის ასისტენტი
** სანიტარი
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის N163
1. ადმინისტრატორი
** სასურველი გამოცდილება: მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** უნარები: გამართული კომუნიკაცია (ქართული, ინგლისური, რუსული), საოფისე პროგრამების ცოდნა.
** პიროვნული თვისებები: ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მართვის უნარი, პოზიტიური განწყობა და პუნქტუალურობა.
მოვალეობა: პაციენტების მიღება/რეგისტრაცია, ზარების მართვა, ვიზიტების დაგეგმვა.
2. კოსმეტოლოგი
** განათლება: სამედიცინო განათლება
** გამოცდილება: ინექციურ და აპარატულ კოსმეტოლოგიაში მუშაობის გამოცდილება.
** ცოდნა: კანის ტიპების, პრეპარატების შემადგენლობისა და უახლესი მეთოდოლოგიების სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული თვისებები: დეტალებზე ორიენტირებულობა, ესთეტიკური ხედვა და პაციენტზე ზრუნვის მაღალი სტანდარტი.
3. ლაზეროთერაპევტი
** განათლება: სამედიცინო განათლება (სასურველია).
** გამოცდილება: ალექსანდრიტის ლაზერზე მუშაობის გამოცდილება.
** ცოდნა: აპარატის მუშაობის პრინციპების, უსაფრთხოების ნორმებისა და კანის ფოტოტიპების გარჩევის უნარი.
** პიროვნული თვისებები: ყურადღებიანი, თავაზიანი და ენერგიული.
4. სტომატოლოგის ასისტენტი
** განათლება: სამედიცინო განათლება (სტუდენტი ან კურსდამთავრებული).
** ცოდნა: სტერილიზაციის ნორმების, ინსტრუმენტებისა და მასალების ზედმიწევნით ცოდნა.
** უნარები: გუნდური მუშაობის უნარი, სისწრაფე და დისციპლინა.
მოვალეობა: სამუშაო არეალის მომზადება, ექიმთან ასისტირება
5. სანიტარი
** გამოცდილება: სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
** ცოდნა: სადეზინფექციო საშუალებებთან მუშაობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების ცოდნა.
** პიროვნული თვისებები: შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა.
კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
** რეზიუმეების შერჩევა, გასაუბრება
** ორგანიზაცია იტოვებს უფლებას დაუკავშირდეს შერჩეულ კანდიდატებს.
დაინტერესებულმა პირებმა, CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: M.kakhidze@rogo.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
+995 599 27 48 07
|
|
|
|